25 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
ავიაკატასტროფა ბელგოროდის ოლქში - რუსული მედიის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე ტყვედ ჩავარდნილი 65 უკრაინელი სამხედრო იყო, რომელთა გაცვლაც იგეგმებოდა

ბელგოროდის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა. რუსული მედიის ცნობით, ბორტზე ტყვედ ჩავარდნილი 65 უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა, რომელთა გაცვლაც იგეგმებოდა.

რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, საერთო ჯამში თვითმფრინავში 74 ადამიანი იმყოფებოდა. უკრაინის შეიარაღებული ძალებში აცხადებენ, რომ თვითმფრინავს, С-300-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რაკეტები გადაჰქონდა. ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს და მომხდარში უკრაინის თავდაცვის ძალების შესაძლო მონაწილეობას ვერ ადასტურებს.

დღის ამბები