19 სექტემბერი 2024,   04:16
ვრცლად
"ქურდული სამყაროს“ წევრობასა და გამოძალვაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ - ხუთივე მათგანი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ "ქურდული სამყაროს“ წევრობასა და გამოძალვაში ბრალდებულებს. ხუთი დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე ქუთაისის სასამართლომ დღეს იმსჯელა. გამოძიების ინფორმაციით, 2 500 დოლარის გამო, ბრალდებულების მიერ ერთ-ერთი მოქალაქის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება მისი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ იგეგმებოდა.

ერთ-ერთი ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულები აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

„აღნიშნულ გადაწყვეტილებას ვერ დავეთანხმებით. დიდი ალბათობით ყველა ადვოკატი და ბრალდებული აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. საფრთხეებიდან ერთადერთი ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე გახდა ვარაუდი იმისა, რომ პატიმრობა ყოფილიყო გამოყენებული,“ - აღნიშნა ერთ-ერთის ადვოკატმა ალექსანდრე მუკბანიანმა.

პროკურატურა დაკავებულებისთვის პატიმრობის, დაცვის მხარე კი ათი ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. საბოლოოდ მოსამართლემ ხუთივე ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

„ბრალდებულება, კონკრეტულ მოქალაქეს სძალავდნენ 2 500ვ აშშ დოლარს. წინააღმდეგ შემთხვედვაში თუ კი ის არ გადაუხდიდა აღნიშნულ თანხას, სთხოვდნენ მის საკუთრებაში არსებული მანქანის კონკრეტულ პიროვნებაზე რეგისტრაციას. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და ხუთივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა,“ - აცხადებს საქმის პროკურორი რევას  თოფურია.

დღის ამბები