19 სექტემბერი 2024,   04:58
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს კომპენსაციებს სთავაზობს

ჯანდაცვის სამინისტრომ, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის, კომპენსაციების შეთავაზება ოფიციალურად დაიწყო. დოკუმენტს, თითოეული თანამშრომელი ინდივიდუალურად მიიღებს.

სპეციალური პაკეტი, რომელიც დასაქმებას თუ კომპენსაციას გულისხმობს, პერსონალს, ჯანდაცვის სამინისტრომ 22 იანვარს შეხვედრაზე გააცნო.

შეთავაზებების მიხედვით: ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი; თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს, 4 თვის ხელფასს მიიღებს. სამედიცინო პერსონალს, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო, ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის.თანამშრომლებმა, გადაწყვეტილება 14 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს შრომის ინსპექცია გაუწევს ზედამხედველობას.

"შეთავაზების პაკეტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის მედ პერსონალი და იქ დასაქმებული ნებისმიერი პირი. შეთანხმების საფუძველზე, გონივრულ ვადაში, კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს ზედამხედველობას შრომის ინსპექცია გაუწევს. შეთანხმება, რომელიც თანამშრომელსა და კლინიკას შორის იქნება გაფორმებული აღსრულდება ", - განაცხადა ბექა ფერაძემ.

დღის ამბები