19 სექტემბერი 2024,   05:16
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურას იწყებს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურას იწყებს. ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სამ ვაკანსიაზე განცხადებები ელექტრონული ფორმით, 2024 წლის 25 იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით მიიღება.

აღნიშნული გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლეს, ზურაბ ძლიერიშვილსა და ნინო ბაქაქურს თანამდებობაზე ყოფნის ათწლიანი ვადა ამოეწურათ, ხოლო მოსამართლე ალექსანდრე წულაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

დღის ამბები