შეთანხმება შედგა - კეკელიძის პირველ ნომერში მდებარე ბინის ახალი პატრონი, დარეჯან დვალი თანახმაა, 90 000 დოლარის გადახდის შემთხვევაში, ხატიაშვილებს უძრავი ქონება დაუბრუნოს, იმ პირობით თუ - "ანგაჟირებული, აგრესიული ჯგუფები" შეწყვეტენ მის წინააღმდეგ მოქმედებას.
ადვოკატის განმარტებით, არსებობს კიდევ ერთი პირობა - დარეჯან დვალს ერთი თვის განმავლობაში უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება უნდა ჰქონდეს.
"ქალბატონი დარეჯან დვალი, ახლანდელი მესაკუთრე და ყოფილი მესაკუთრე - მარინა ხატიაშვილი შეთანხმდნენ, რომ მარინა ხატიაშვილს ეძლევა 1 თვის ვადა, რომ გამოისყიდოს ეს უძრავი ქონება 90 000 აშშ დოლარად იმ პირობით, რომ ქალბატონი მარინა ხატიაშვილი და მისი მხარდამჭერები შეწყვეტენ მუქარას, ზეწოლას, ფსიქოლოგიურ შანტაჟს და ზემოქმედებას ქალბატონ დარეჯან დვალზე და, ასევე, თუ ამ ერთი თვის განმავლობაში ისინი მისცემენ დარეჯან დვალს საშუალებას, რომ თავისუფლად და დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი უძრავი ქონებით,"-აცხადებს ბინის ახალი მფლობელის ადვოკატი გიორგი სუხიტაშვილი.