მმართველი გუნდის შეფასებით, "ლელოს" და პატია "საქართველოსთვის" არ აქვთ შანსი მესამე ძალად ჩამოყალიბდნენ. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ხაზარაძის და გახარიას გუნდები საზოგადოებაში დამოუკიდებელ მოთამაშეებად გამოჩენას ცდილობენ, თუმცა რეალურად "ნაციონალური მოძრაობის" შემადგენელი ნაწილი არიან.
"გადაზღვევაზე შემოიყვანეს საჭადრაკო პოლიტიკურ დაფაზე ეს მოთამაშეები - იგივე პაიკები. გუშინ როზნერი რა სცენარსაც უწერდა "ნაციონალურ" მოძრაობას", ახლა დღეს არის "ლელოში" და როგორც ჩანს დიდი წარმატებით გადაადგმევინებს იმ ნაბიჯებს, რასაც აქამდე "ნაციონალურ მოძრაობას" აკეთებინებდა.
ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ გიორგი გახარია, სალომე ზურაბიშვილი, "ლელო", გვარამია თუ სხვები, ესენი არიან თითქოსდა მესამე ძალა. სინამდვილეში არანაირი მესამე ძალა არ არსებობს. ესენი არიან კარგად დაძველებული "ნაცმოძრაობას" წარმომადგენლები," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური.
მმართველი გუნდი საკუთარ შანსებში დარწმუნებულია და არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვებას პროგნოზირებს.