01 ივლისი 2024,   13:48
ვრცლად
ომის მომხრე რუსი ბლოგერის მკვლელობისთვის დაკავებულ გოგოს 27-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთში, რუსი სამხედრო ბლოგერის, ვლადლენ ტატარსკის მკვლელობისთვის დაკავებულ გოგოს - 1997 წელს დაბადებულ, სანქტ-პეტერბურგის მკვიდრ დარია ტრეპოვას 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, - ამის შესახებ BBC წერს.

საქმე ეხება 2023 წლის 2 აპრილს მომხდარ აფეთქებას. სანქტ-პეტერბურგში, ერთ-ერთ კაფეში, ბლოგერი შეხვედრას მართავდა, რა დროსაც ქალმა მას, "საჩუქრად", გადასცა ბიუსტი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული. აფეთქებას ბლოგერი  ემსხვერპლა, ათობით ადამიანი კი დაშავდა.

ტრეპოვა დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ არაფერი იცოდა ბიუსტში ბომბის არსებობის შესახებ. მისივე თქმით, უკრაინაში ომის წინააღმდეგი იყო და ასრულებდა უკრაინაში მცხოვრები ერთ-ერთი ადამიანის ბრძანებას, რომლის სახელი და გვარიც არ იცის. ქალის თქმით, მას ეგონა, რომ ბიუსტში მხოლოდ მოსასმენი მოწყობილობა იყო.

დღის ამბები