25 ნოემბერი 2024,   20:56
ვრცლად
კეკელიძის ქუჩაზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეეფარდათ

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლებისას, სისხლის სამართლის წესით დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღნიშნული გადაწყვეტილებით, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური და შეძახილები მოჰყვა. დაკავებულთა ახლობლები მათ გათავისუფლებას მოითხოვენ.

აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დღის ამბები