01 ივლისი 2024,   13:52
ვრცლად
კიევი ორბანის ვიზიტის ორგანიზებაზე მუშაობს - რამდენიმე დღეში ერთმანეთს უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერის, ოლგა სტეფანიშინას განცხადებით, კიევი მუშაობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტის ორგანიზებაზე, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

თუ შეთანხმება მიიღწევა, ეს იქნება ორბანის პირველი ვიზიტი უკრაინაში მას შემდეგ, რაც ქვეყანას თავს რუსეთი დაესხა.

როგორც Reuters-ი წერს, მომდევნო კვირის ორშაბათს უნგრეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაა დაგეგმილი. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საუბრის ერთ-ერთ თემად ორბანის ვიზიტიც განიხილება.

დღის ამბები