9 პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, უმრავლესობა, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გეგმის შესასრულებლად გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს. სამუშაო შეხვედრა 29 იანვარს გაიმართება.
შეხვედრას მესამე სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
ანრი ოხანაშვილის თქმით, თუ ადრე ოპოზიცია უარს ამბობდა სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე, ახლა მათ აქვთ კიდევ ერთი შანსი, რომ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით, "ქართულ ოცნებასთან" ერთად იმსჯელონ.