10 მაისი 2024,   04:33
ვრცლად
არასრულწლოვანით ვაჭრობის დანაშაულებრივი სქემა - დედა, შვილს ფსიქოლოგიური ზეწოლით მოწყალების თხოვნას აიძულებდა

არასრულწლოვანით ვაჭრობის დანაშაულებრივი სქემა - დედა, შვილს ფსიქოლოგიური ზეწოლით, მოწყალების თხოვნას აიძულებდა. არასრულწლოვანით ვაჭრობის ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ 2 პირი დააკავა.

ერთს ბრალი წაუყენეს. ერთ დაკავებულს ბრალად ედება არასრულწლოვანით ვაჭრობა, მეორეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა. ამავე დანაშაულისთვის, ბრალი წაუყენეს პატიმრობაში მყოფ კიდევ ერთ პირსაც.

დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დანაშაული თბილისში მოხდა.

დღის ამბები