16 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
სახელმწიფო ქონების დაზიანება გამოხატვის თავისუფლება არ არის და ამაზე ყველამ პასუხი უნდა აგოს - გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ქონების, მანქანებისა და შენობების დაზიანება გამოხატვის თავისუფლება არ არის და მსგავსი საქციელის გამო ყველამ პასუხი უნდა აგოს.

მისი განმარტებით, გამოხატვის თავისუფლება, თითოეულმა მოქალაქემ კანონის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს.

"კარგია, რომ მხარეები მორიგდნენ. მაგრამ, რაც შეეხება დაკავებულებს, არც ერთ შემთხვევაში არარის გამართლებული ის, რომ სახელმწიფოს ქონება დააზიანო და თან ასე საჯაროდ. დააზიანო ავტომობილები, შენობა და ა.შ. ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში უნდა უზრუნველყო, მანქანების და შენობების დაზიანება არა რის გამოხატვის თავისუფლება. რა თმა უნდა, ამაზე ყველამ პასუხი უნდა აგოს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები