ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგომას აღარ აპირებს. შარლ მიშელი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებამ გადადგომაზე ბევრი სპეკულაცია და უკმაყოფილება გამოიწვია, და ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში მიშელი წერს, რომ სამომავლო გეგმების განხილვას მანდატის დასრულების შემდეგ განიხილავს.
მიშელის მოსალოდნელი გადადგომისა და ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ იანვრის დასაწყისში გახდა ცნობილი.