სექსუალური ძალადობის ფაქტი მოზარდზე - 51 წლის მამაკაცმა 16 წლის მოზარდ ბიჭზე სექსუალურად იძალადა. დანაშაული ცხელ კვალზეა გახსნილი, სამართალდამცველებმა ბრალდებული უკვე დააკავეს. შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა.
"კურიერის" ინფორმაციით, 51 წლის კაცმა და 16 წლის მოზარდმა ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაიცნეს და ერთმანეთთან მიმოწერა ჰქონდათ. თუმცა, შემდგომ როგორ განვითარდა პროცესები, უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 წლის კაცი უკვე დააკავა. ის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.