01 ივლისი 2024,   14:56
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლო 20 წლის ნიკიტა აგიევის მკვლელობის საქმეზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო 20 წლის ნიკიტა აგიევის მკვლელობის საქმეზე ამ წუთებში მსჯელობს. უმძიმეს დანაშაულში 18 წლის გიორგი პაკელიანია ბრალდებული.

დანაშაულის მოტივად წარსულში არსებული დაპირისპირება სახელდება. მამაკაცი დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

გამოძიებით ირკვევა, რომ 25 იანვარს, ვეკუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა დაზარალებულს, სხეულის სხვადასხვა არეში,
დანით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

დღის ამბები