19 სექტემბერი 2024,   04:57
ვრცლად
ლვოვში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმებისას განადგურებული სახლები თითქმის სრულად აღდგენილია - ქალაქის მერი

ლვოვის მერის, ანდრეი სადოვოის განცხადებით, ქალაქში, გასული წლის ზაფხულში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმებისას განადგურებული სახლები თითქმის სრულად აღდგენილია.

"შემდეგი ეტაპი ბინების აღდგენაა. ის ასევე დაფინანსდება ქალაქის ბიუჯეტიდან", - წერს ლვოვის მერი სოციალურ ქსელში და 6-თვიანი შუალედით გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.

მისივე თქმით, ვინაიდან საქმე ქალაქის ისტორიულ უბანს ეხება, რეკონსტრუქციის პროცესი დიდ დროსა და მაქსიმალურ სიზუსტეს მოითხოვს.

"ჩვენ, დეტალებისადმი დიდი ყურადღებით, თავიდან ვაშენებთ ყველაფერს. ჩვენი მიზანი არა მხოლოდ აღდგენა, არამედ გაუმჯობესებაცაა", - აღნიშნავს ლვოვის მერი.

დანგრეული შენობების რეკონსტრუქციის სრულად დასრულება თებერვლის ბოლოს იგეგმება.

დღის ამბები