01 ივლისი 2024,   14:34
ვრცლად
თენგიზ აბულაძის ფილმების რეტროსპექტივა - გენიალური ქართველი რეჟისორის საიუბილეო კვირეული

თენგიზ აბულაძის საიუბილეო კვირეული - ცნობილი ქართველი რეჟისორის 100 წლის იუბილე სხვადასხვა დროს გადაღებული ფილმების პოსტერების გამოფენითა და რეჟისორისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაციით გაიხსნა. 28-დან 31 იანვრის ჩათვლით, მაყურებელი იმ ნამუშევრებს ნახავს, რომლებმაც ქვეყანას არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

თენგიზ აბულაძის ფილმები საქართველოს კინომემკვიდრეობაა. გენიალურ ქართველ რეჟისორზე, სპეციალურად საიუბილეო საღამოსთვის, ნანა ჯანელიძემ რეჟისორის ცხოვრება და მისი კინოშედევრები ერთ დოკუმენტურ ფილმად გააერთიანა.

კვირეულის ფარგლებში, ეროვნულ არქივში წარმოდგენილი იქნება თენგიზ აბულაძის ფილმების პოსტერების რარიტეტული გამოფენა, ნანა ჯანელიძისა და ნინო ნატროშვილის წიგნი სახელწოდებით "თენგიზ აბულაძე-ანარეკლები", რომელშიც თავმოყრილია რეჟისორის მეგობრებისა და მისი თანამედროვეები მოგონებები და ფოტომასალები.

დღის ამბები