01 ივლისი 2024,   14:29
ვრცლად
ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის გააგრძელოს შეხვედრები რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან - სამინისტროს განცხადება

ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან შეხვედრები განაგრძოს. მიზანი, კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდებაა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში, "სამედიცინო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელობასა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან, შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროცესი 5 თებერვლამდე გაგრძელდება.

"ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გააგრძელოს შეხვედრები რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან. შესაბამისად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, „სამედიცინო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელობასა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან, 5 თებერვლამდე, ყოველდღიურად, 18:00-დან 19:00 საათამდე, იმართება შეხვედრები. შეხვედრებზე კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, პერსონალს ყველა საკითხის დეტალურად განხილვის შესაძლებლობა აქვს", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები