16 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესასრულებლად "ქართული ოცნება" პოლიტიკურ პარტიებს და NGO-ებს მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევს

ევროკომისიის ცხრა რეკომენდაცია და ერთი დღე პირველ შეხვედრამდე. ხვალიდან "ქართული ოცნება" პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევს.

მმართველი გუნდი ოპოზიციურ სპექტრს პროცესში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მუშაობას მმართველ გუნდთან ერთად, "ნაციონალური მოძრაობა" არ აპირებს. პარტია "ლელო" კი გადაწყვეტილებას ჯერ არ ასაჯაროებს.

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, მმართველ გუნდთან ერთად შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას და მოისმენს გეგმას, თუ როგორ აპირებს "ქართული ოცნება" 9 რეკომენდაციის შესრულებას.

"შეხვედრაზე წავალ და მოვისმენ რას ფიქრობენ 9 რეკომენდაციის განხორციელების საპარლამენტო ნაწილზე, ისევე, როგორც გავუზიარებ ჩემ აზრს. ვფიქრობ, გეგმასთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვები. კომუნიკაცია და საუბარი პრობლემა არ არის, მთავარია პოლიტიკური ნება გამოჩნდეს. ჯერჯერობით, პოლიტიკური ნება არ ჩანს, დაველოდები ხვალ რა იქნება", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები