29 სექტემბერი 2024,   05:33
ვრცლად
უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა

ომი გრძელდება უკრაინაში - საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის, კიევში, ბალისტიკური იარაღით შესაძლო თავდასხმის გამო ჩაირთო. რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანეს, დაშავდა 2 ადამიანი. 28-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 8 სასაზღვრო დასახლება, აფეთქებები იყო პოლტავის ოლქშიც. შედეგად, დაზიანდა საწარმოო ობიექტი.

ამავე დროს, NATO-ს გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ალიანსმა და შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძონ და, გარკვეულ ეტაპზე, უკრაინა NATO-ს სრულუფლებიან წევრად უნდა მიიწვიონ. იენს სტოლტენბერგის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში პუტინმა არ მიაღწიოს იმას, რაც სურს, რადგან ეს იქნება წახალისება სხვა ავტორიტარული რეჟიმებისთვის.

დღის ამბები