29 სექტემბერი 2024,   05:28
ვრცლად
ბრიტანულმა ხომალდმა წითელ ზღვაში ჰუსიტების მორიგი თავდასხმა მოიგერია

ბრიტანულმა ხომალდმა (HMS Diamond) წითელ ზღვაში ჰუსიტების მორიგი თავდასხმა მოიგერია. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირები ავრცელებენ.

ვრცელდება ცნობა, რომ ხომალდმა, თავისი სარაკეტო სისტემის მეშვეობით, დრონი, რომელიც თავდასხმას ცდილობდა, გემისა და მასზე მყოფი ეკიპაჟის წევრების დაუზიანებლად გაანადგურა.

შეგახსენებთ, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა ღაზაში, ისრაელის სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ, წითელ ზღვაში, გემებზე დრონებითა და რაკეტებით იერიშები 19 ნოემბერს წამოიწყეს. ამ ნაბიჯს აშშ-ისა და ბრიტანეთის საპასუხო რეაგირება მოჰყვა.

დღის ამბები