19 სექტემბერი 2024,   05:07
ვრცლად
თელავში ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

თელავში ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის გაჩენის დროს სახლში არავინ იმყოფებდა. ოჯახი, ვისაც სახლი ეკუთვნის, იქ ზაფხულობით ჩადიოდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ, ელექტროსადენებს გაუჩნდა. ამ წუთებში ადგილზე სახანძრო ბრიგადები მუშაობენ. ხანძრის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს. 

დღის ამბები