მმართველ გუნდში დაწყებულ საკადრო ცვლილებებს მათი ოპონენტები ეხმაურებიან. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და მომავალი პრემიერის ირაკლი კობახიძის თანამდებობების გაცვლით, ქვეყანში არსებული რეალობა არ შეიცვლება.
"რა უნდა შეიცვალოს ვერ გეტყვით იმიტომ, რომ ორივე მათგანი, ორივე ირაკლი „ქართული ოცნების“ საკმაოდ მაღალ თანამდებობის და გავლენიან პირებს წარმოადგენენ დიდი ხნის განმავლობაში და ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ვერ შეგვიტყვია რაიმე განსაკუთრებული სურვილი ამ ადამინების, რომ განსხვავებული ინტერესები გააჩნდნენ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. ამიტომ, მე დიდი მოლოდინებით აღსავსე არ ვარ, თუმცა მაინც ყურადღებით დავაკვირდები რა შეიძლება შეცვალოს ერთი ირაკლის მეორეთი ცვლილებამ", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.