16 ნოემბერი 2024,   02:23
ვრცლად
"უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არის გზა მშვიდობისკენ" - იენს სტოლტენბერგი

"უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არის გზა მშვიდობისკენ" - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ენტონი ბლინკენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, რუსეთის გამარჯვება წაახალისებს ირანს, ჩრდილოეთ კორეას და ჩინეთს. მისი განცხადებით, საქმე ევროპისა და ამერიკის უსაფრთხოებას ეხება და უკრაინის მხარდაჭერა შტატების ინტერესებშია. 
 
"ის, თუ რა მოხდება მოლაპარაკებების მაგიდის გარშემო, განუყოფლად არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასთან. ასე რომ თუ გვინდა გრძელვადიანი, სამართლიანი მშვიდობა, უკრაინას მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა მივაწოდოთ. უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არის გზა მშვიდობისკენ", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
 
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, პუტინს NATO-ს დასუსტება სურდა, თუმცა ის ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.
 
"პროცესი, რომელიც ჩვენ რეალურად ვნახეთ რეკორდულ დროში, ჯერ ფინეთთან და ახლა შვედეთთან, აჩვენებს, რომ ნატოს კარი ღია რჩება, მათ შორის უკრაინისთვის, რომელიც გახდება ალიანსის წევრი. ფაქტობრივად, რუსეთის პრეზიდენტმა დააჩქარა ის, რის პრევენციასაც ცდილობდა. მას სურდა ნატოს დაპატარავება. ახლა ის უფრო დიდია და კიდევ უფრო დიდი ხდება. მას სურდა ნატოს დასუსტება. ის უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა", -  განაცხადა ენტონი ბლინკენმა. 
დღის ამბები