16 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
"ლელოს 9 ნაბიჯი ევროპისკენ" არის საკანონმდებლო წინადადებების და პროექტების სისტემური ხედვა, რომელიც ყველა რეკომენდაციის შესრულებას უზრუნველყოფს - ანა ნაცვლიშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა "ლელოს" ხედვაზე ისაუბრა და განმარტა, რას მოიაზრებს "ლელოს 9 ნაბიჯი ევროპისკენ".

ნაცვლიშვილის განცხადებით, ეს არის საკანონმდებლო წინადადებების და პროექტების შეჯერებული, სისტემური ხედვა, რომელიც ხელისუფლების ცვლილებიდან 1 წელიწადში, ყველა რეკომენდაციის შესრულებას უზრუნველყოფს.

"ეს არის "ლელოს" მიერ მომზადებული კონკრეტული ხედვების, საკანონმდებლო წინადადებების, პროექტების შეჯერებული, სისტემური ხედვა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხელისუფლების ცვლილებიდან 1 წელიწადში, ყველა რეკომენდაცია იყოს შესრულებული. ამ რეფორმების განხორციელებას, ხელისუფლების მხრიდან ნახევარზომები, ფასადური შეკრებები არ სჭირდება. შესაძლებლობებს, დისკუსიას, კამათს რა ვერსიაც ჯობია, ამის შანსი "ქართულ ოცნებას" ჩვენ ბევრჯერ მივეცით", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები