პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველოს მაჩვენებელს, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მიღებული შედეგი საქართველოს მხრიდან გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ერთგულების კიდევ ერთი დადასტურებაა.
"საქართველო კვლავ ლიდერობს საერთაშორისო გამჭვირვალობის 2023 კორუფციის აღქმის ინდექსში, უსწრებს ევროკავშირის 6 და ნატოს 9 წევრ სახელმწიფოს და ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას. ეს მონაცემები საქართველოს მხრიდან გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ერთგულების კიდევ ერთი დადასტურებაა" - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ X-ზე.