უნგრეთი მზადაა, უკრაინის დაფინანსებაზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას დათანხმდეს, თუ გარანტია იქნება, რომ ყოველწლიურად გადაწყდება, გავაგრძელებთ თუ არა ამ თანხის გაგზავნას, - ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა გამოცემა "ლე ფოინთთან" ინტერვიუში განაცხადა.
უნგრეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ ასეთ გადაწყვეტილებას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი და ის უნდა იყოს ერთსულოვანი.
მისივე თქმით, ზოგიერთ ქვეყანას, სამწუხაროდ, ეს პოზიცია ისე ესმის, როგორც შანტაჟის ყოველწლიური საშუალება.