01 ივლისი 2024,   14:48
ვრცლად
ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება

ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე ტექნიკური სამუშაოების ჩატარება იგეგმება, - ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

"ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. აღნიშნულის გამო, 31 იანვარს, საბაგირო მუშაობას, 10:00 საათის ნაცვლად, 17:00 საათიდან განაახლებს და მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 22:00 საათამდე მოემსახურება“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია, შექმნილი დისკომფორტის გამო, მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.

დღის ამბები