19 სექტემბერი 2024,   05:01
ვრცლად
ესტონეთის ბიბლიოთეკიდან წიგნების იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის, ქართველ კაცს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან წიგნების ქურდობისთვის, საქართველოს მოქალაქეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მედიის ცნობით, დანაშაული 2022 წლის გაზაფხულზეა მომხდარი.

საქმე ეხება 8 იშვიათი გამოცემის მოპარვას. გამოცემებს შორის, რომლებიც დამნაშავემ მაღალ დონეზე დამუშავებული ყალბი წიგნებით შეცვალა, იყო რუსი მწერლების - პუშკინისა და გოგოლის ნაწარმოებების ორიგინალებიც, რომლებიც მე-19 საუკუნით თარიღდება.

დამატებითი სასჯელის სახით, დამნაშავეს ქვეყანაში ხელახალი შესვლის ხუთი წლით აკრძალვა დაეკისრა.

დღის ამბები