04 მაისი 2024,   02:23
ვრცლად
საავტომობილო საწვავის ხარისხში დარღვევები გამოვლინდა - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მორიგ კვლევას ასაჯაროებს

რამდენად შეესაბამება სტანდარტებს საქართველოში შემოტანილი საწვავი? გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მორიგი კვლევა ჩაატარა.

უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან, აღებულია დიზელის საწვავის 80 და საავტომობილო ბენზინის 20 ერთეული სინჯი. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დარღვევა 28 სინჯში გამოვლინდა. აქედან 25 დიზელის საწვავია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ისინი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ.

დღის ამბები