16 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
წარმოუდგენელია, რომ ოპოზიციამ ნდობა გამოუცხადოს ხელისუფლებას... ყველანი საბოტაჟის რეჟიმის მძევლები არიან - ვოლსკი

"წარმოუდგენელია, რომ ოპოზიციამ ნდობა გამოუცხადოს ხელისუფლებას... ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმშია, ყოველგვარი შინაარსის მიუხედავად. საბოტაჟის რეჟიმი არის ის ვითარება, რომლის მძევლებიც არიან ყველანი," - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ გააკეთა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" გუნდში ცვლილებები არასდროს ყოფილა ცუდის მომტანი და პირიქით - დადებითად უნდა შეფასდეს.

"პოპულარული შეკითხვაა - ვინ მიდის, რა ცვლილებები იქნება და ეს სავსებით გასაგებია. ამის თაობაზე, გააკეთებს შესაბამის განცხადებას ახალი პრემიერი და თანაც, საკითხების განხილვა არ დასრულებულა. ასე რომ, დაველოდოთ.

ამ გუნდში შიდა გადანაცვლებები არაფერ ცუდს არ წარმოადგენს - პირიქით, დადებითად უნდა იყოს შეფასებული. წარმოუდგენელია, რომ ოპოზიციამ ნდობა გამოუცხადოს ხელისუფლებას და არამარტო რადიკალურ ოპოზიციაზე მაქვს საუბარი. ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმშია, ყოველგვარი შინაარსის მიუხედავად, იქნება თუ არა მთავრობა წარმატებული ან ექნება თუ არა ისეთი პროგრამა, რაც, თუნდაც, მათ გემოვნებას თუ ინტერესებს შეესაბამება. საბოტაჟის რეჟიმი არის ის ვითარება, რომლის მძევლებიც არიან ყველანი," - აცხადებ გია ვოლსკი.

დღის ამბები