16 ნოემბერი 2024,   05:01
ვრცლად
ვიმედოვნებთ, საქართველო შეძლებს შემდეგ საფეხურზე გადასვლას, რაც ნიშნავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას, რომელიც შესაძლოა, წელს მოხდეს - პაველ ჰერჩინსკი

ჩვენ ველოდებით, რომ სამუშაოები გაძლიერდება, მიუხედავად არჩევნებისა, რომელიც ცხრა თვეში გაიმართება და დიდ ყურადღებას მიიპყრობს. ჩვენ გვესმის ეს, მაგრამ ვიმედოვნებთ, პარალელურად, რეკომენდაციების განხორციელებასთან დაკავშირებით სამუშაოები წინ წავა, აჩქარდება კიდეც და საქართველო შეძლებს შემდეგ საფეხურზე გადასვლას, რაც ნიშნავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას, რომელიც შესაძლოა, ამ წელს მოხდეს, - აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი.

პაველ ჰერჩინსკის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირმა დაამტკიცა, რომ კარი ღიაა, თუმცა საქართველომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად რეფორმები უნდა განახორციელოს.

„სიტუაცია ძალიან მკაფიოა. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ჩვენ ყველა ძალიან მოხარული ვართ. ჩვენი მხრიდან ამ გადაწყვეტილებით დავამტკიცეთ, რომ კარები ღიაა, მაგრამ, ასევე, ევროკავშირის წევრობისთვის საქართველომ უნდა განახორციელოს რეფორმები. საქართველო უნდა იყოს ძლიერი ქვეყანა, ძლიერი ინსტიტუციებით. სწორედ ამიტომ დათანხმდნენ ჩვენი ლიდერები ცხრა ნაბიჯს. ცხრა ნაბიჯის განხორციელება კი საქართველოს ხელისუფლების ხელშია. ჩვენ ველოდებით, რომ სამუშაოები გაძლიერდება, მიუხედავად არჩევნებისა, რომელიც ცხრა თვეში გაიმართება და დიდ ყურადღებას მიიპყრობს. ჩვენ გვესმის ეს, მაგრამ ვიმედოვნებთ, პარალელურად, რეკომენდაციების განხორციელებასთან დაკავშირებით სამუშაოები წინ წავა, აჩქარდება კიდეც და საქართველო შეძლებს შემდეგ საფეხურზე გადასვლას, რაც ნიშნავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას, რომელიც შესაძლოა, ამ წელს მოხდეს. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ არჩევნებისკენ დიდი ყურადღების მიუხედავად, პარალელურად, ძლიერი სამუშაოები გაგრძელდება და ეს რეფორმები არ არის ევროკავშირის მოთხოვნა, ეს იმისთვისაა, რომ საქართველო გახდეს ძლიერი დემოკრატიული ქვეყანა, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებით გათვალისწინებით“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

დღის ამბები