შემოთავაზება მივიღე, რომ განვიხილო ნატო-ში ჩვენი ელჩობის თანამდებობა, რისთვისაც ახალ პრემიერს მადლობას ვუხდი. ეს იქნება 4 თვის შემდეგ, სავარაუდოდ, დავთანხმდები ამ თანამდებობას, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული 4 თვე "დასვენების პერიოდი" იქნება.
"13 წელია საჯარო მოხელე ვარ, მყავს დიდი ოჯახი. შემოთავაზება მივიღე, რისთვისაც ახალ პრემიერს მადლობას ვუხდი, რომ განვიხილო ნატო-ში ელჩობის თანამდებობა. ეს იქნება 4 თვის შემდეგ, სავარაუდოდ, დავთანხმდები ამ თანამდებობას. ფიქრის დრო მაქვს, ეს 4 თვე იქნება ჩემთვის დასვენების პერიოდი, 13-წლიანი საჯარო მოხელეობის, ასევე მივიღებ გადაწყვეტილებას, გავაგრძელებ თუ არა დიპლომატიურ სამსახურს“, - აღნიშნა ბურჭულაძემ.
თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.