16 ნოემბერი 2024,   04:19
ვრცლად
ეს არის დაჯგუფება, რომელიც, ერთად და ცალ-ცალკე, წარმოადგენს "ნაცმოძრაობას", მათი არც ფერი იცვლება მათი და არც ზნე - გია ვოლსკი ნიკა გვარამიას კონსულტაციებზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, რომ ნიკა გვარამია, როგორც არ უნდა გამოეყოს "ნაცმოძრაობას", ის "მაინც სისხლიანი წარსულიდან მოდის".

"ეს არის დაჯგუფება, რომელიც, ერთად და ცალ-ცალკე, წარმოადგენს "ნაცმოძრაობას" წარსულითაც აწმყოთიც, არც ფერი იცვლება მათი და არც - ზნე. ამ გადაჯგუფებებით ცდილობენ, გაემიჯნონ "ნაცმოძრაობას" და სისხლიან წარსულს. ნიკა გვარამიაც არათუ შორს არის ამ წარსულიდან, არამედ ზუსტად ამ წარსულიდან მოდის. დასცილდება თუ არა სააკაშვილს, ის მაინც იმ წარსულს წარმოადგენს, წარსულშიც და აწმყოშიც," - აცხადებს ვოლსკი.

დღის ამბები