ამერიკელ კანონმდებლებს სურთ, ზეწოლა მოახდინონ უნგრეთზე, რათა ქვეყანამ მხარი დაუჭიროს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას - ამის სესახებ Reuters წერს.
გამომცემლობის ცნობით, ამერიკელმა კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ მათ სურთ, უნგრეთმა დაუყოვნებლივ დაამტკიცოს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუდაპეშტი საფრთხეს უქმნის ვაშინგტონთან ურთიერთობას.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ "ღრმად შეშფოთებულია" უნგრეთის მთავრობის მოქმედებით. უნგრეთი ახლა ნატო-ს ერთადერთი წევრია, რომელმაც არ დააკმაყოფილა შვედეთის განაცხადი ალიანსში გაწევრიანების შესახებ.