16 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
ამორალურია პარალელების გავლება დამნაშავესა და იმ ადამიანის გარდაცვალებას შორის, რომელიც რეჟიმის მსხვერპლია - სარჯველაძე სააკაშვილისა და ნავალნის შედარებაზე

რატომ იყენებს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნის სიკვდილს პოლიტიკური მიზნებისთვის - მმართველი გუნდი აცხადებს, რომ, ნავალნისგან განსხვავებით, სააკაშვილმა ჯერ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე თქვა უარი, შემდეგ კი საქართველოში უკანონოდ შემოიპარა, თუმცა არეულობის მოწყობის დავალება ვერ შეასრულა და ქვეყნის ძარცვით მოპოვებული ფული, სიკვდილის ქრონიკის ცრუ კამპანიას მოახმარა.

უმრავლესობის წევრები სააკაშვილს ციხეში არსებულ ვითარებასაც ახსენებენ და ამბობენ, რომ სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა შექმნა ციხეში სიკვდილის, წამებისა და გაუპატიურების პრაქტიკა.

"სრულიად უტიფარი და, იმავე დროს, უსუსური მცდელობაა, რომ რაიმე პარალელი და განზოგადების საშუალება ნახონ ნავალნისა და სააკაშვილის შემთხვევებს შორის. უტიფრობაა იმიტომ, რომ კაცი, რომელმაც დაატრიალა საპატიმროებში ის, რაც დაატრიალა და ახსოვს ყველას, შემაძრწუნებელი ფაქტებით დახუნძლული მისი პერიოდის სახელმწიფო მოღვაწეობა და პენიტენციურში, ყველას კარგად ახსოვს, რაც ხდებოდა.

არა მხოლოდ პენიტენციურში - გვახსოვს, გვამებს ითხოვდნენ სახელდახელოდ მოწყობილი სპეცოპერაციების დროს და ა.შ. როდესაც ახლა, ასეთი ტიპის სპეკულაციურ ინტერპრეტაციებს სთავაზობენ საზოგადოებას, უბრალოდ, პასუხი უნდა გასცენ კითხვას იმასთან დაკავშირებით, როგორია მათი დამოკიდებულება გირგვლიანის, შავაძის, რობაქიძის შემთხვევებზე და სხვა. გასაგებია, რომ სრული ამორალურობაა რაღაც პარალელების გავლება დამნაშავესა და იმ ადამიანის გარდაცვალებას შორის, რომელიც მართლაც რეჟიმის მსხვერპლია," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები