22 დეკემბერი 2024,   12:00
ვრცლად
ვეტინგის მიზანია პოლიტიკური კონტროლი განხორციელდეს სასამართლო სისტემაზე და მოხდეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხელყოფა, რაც ჩვენთვის მიუღებელია - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასამართლო სისტემაში ე.წ. ვეტინგის მიზანია, პოლიტიკური კონტროლი განხორციელდეს სასამართლო სისტემაზე და მოხდეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხელყოფა, რაც მმართველი გუნდისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

"ვეტინგის" მიზანია ნათელი, რისთვისაც იქნა გამოყენებული მსგავსი პროცესები 2004 წლამდე და მის შემდეგ. იგივე მისნით სურთ მათ ამ პროცესის დაწყება ჩვენს ქვეყანაში. ასეთი პროცესები ხშირად გამოიყენება იმისათვის, რომ პოლიტიკური კონტროლი განხორციელდეს სასამართლო სისტემაზე, მართლმსაჯულებაზე. იმისათვის, რომ მოხდეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხელყოფა, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. აქედან გამომდინარე, ასეთ მიდგომებს მხარს ვერ დავუჭერთ. არის კონკრეტული ქვეყნები, სადაც დღეს, ადეიშვილის მოადგილე ატარებს ვეტინგს. როგორ გაგრძელდება ეს პროცესები ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ. ჩვენთვის ასეთი პროცესები მიუღებელია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები