ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი არ დაუჭირა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას. ამასთან, პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ჰეტეროსექსუალი და ჰომოსექსუალი წყვილების უფლებების უმეტეს ნაწილში გათანაბრებას ითვალისწინებს. როგორც სააგენტო Reuters-ი იტყობინება, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ერთი სქესის ადამიანებს ქორწინებაში უნდა ჰქონოდათ ისეთივე უფლებები, როგორიც აქვთ ქორწინებაში მყოფ ქალსა და მამაკაცს.
"კანონპროექტის მიღებით, ჩეხეთში, პრაქტიკულად, აღარ იარსებებდა სამოქალაქო პარტნიორობა, რომელსაც 2006 წლიდან ერთნაირსქესიანი წყვილები აფორმებდნენ. თუმცა, კონსერვატორი დეპუტატების პროტესტის გამო, პარლამენტის ქვედა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი არ ითვალისწინებს ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას, არამედ ხაზს უსვამს პარტნიორობის უკვე არსებულ მექანიზმს. კანონპროექტის თანახმად, ერთნაირსქესიანთა წყვილებს შვილად აყვანის უფლება არ ექნებათ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ერთ-ერთი პარტნიორი ბავშვის ბიოლოგიური მშობელია", - წერს Reuters-ი.