13 მაისი 2024,   17:34
ვრცლად
"რუსი იყო მთვრალი, იგინებოდა და გოგოს ავიწროებდა, ქართველი გამოესარჩლა და ტელეფონით გაუხეთქა შუბლი" - მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში ავარიულად დაეშვა

მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში ავარიულად დაეშვა. როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ავარიული დაშვების მიზეზი მგზავრებს შორის დაწყებული კონფლიქტი გახდა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის დაიწყო.

როგორც სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, ბორტზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რუსეთის მოქალაქე გოგოს ავიწროებდა და სწორედ ეს გახდა კონფლიქტის დაწყების მიზეზი.

"ჩემი მეგობარი მგზავრობს აღნიშნული რეისით, როგორც მითხრა, რუსი იყო მთვრალი, რომელიც იგინებოდა და მანდვე მჯდომ გოგოს ავიწროებდა, ქართველი გამოესარჩლა და ტელეფონით გაუხეთქა შუბლი. ჩხუბისა და ალიაქოთის გამო, დროებით ავარიულად დაეშვა რუმინეთში თვითმფრინავი, ქართველები და რუსიც ჩაიყვანეს", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

დღის ამბები