14 მაისი 2024,   04:14
ვრცლად
ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დაცვის პროექტი მზად, დაახლოებით, 10 დღეში იქნება - როგორია შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დაცვის პროექტზე მმართველი გუნდი ჯერ კიდევ მუშაობს. როგორც "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, დოკუმენტი პარლამენტში ინიციირებისთვის მზად, დაახლოებით, 10 დღეში იქნება.

უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართულ პროპაგანდას სახელმწიფო კანონის ძალით უნდა დაუპირისპირდეს.

"ერთი მხრივ, ოპოზიციას ესმის ძალიან კარგად ჩვენს ქვეყანაში არსებული განწყობებისა, პრინციპები, რომლითაც ხელმძღვანელობა საზოგადოება. შესაბამისად, ცდილობენ, რომ ერთის მხრივ, საკუთარი პოზიცია არ აჩვენონ საზოგადოებას და ელოდებიან, როდის იქნება კონკრეტული კანონპროექტი, რომ მხოლოდ უპასუხისმგებლო კრიტიკოსის სტატუსით წამოძახებები და კრიტიკული მოსაზრებების ტირაჟირებით დაიძვრინონ თავი პასუხისმგებლობისგან," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე.

თემას მეორეხარისხოვნად მიიჩნევს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდი სხვა გაცილებით მნიშვნელოვანი თემებით უნდა იყოს დაკავებული.

"ჩვენ კითხვა გვაქვს ხელისუფლებასთან - ამას რას უპირებენ - როგორ ამარცხებენ სიღარიბეს, როგორ ქმნიან სამუშაო ადგილებს, როგორ ვაბრუნებთ ემიგრანტებს, დემოგრაფიულ კატასტროფას რას ვუშვრებით - ეს არის დღეს გადასაწყვეტი და არა ის გამოგონილი, ჯერ არარსებული კანონპროექტები, რომლებზეც ისინი მსჯელობენ," - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე.

დღის ამბები