19 მაისი 2024,   23:55
ვრცლად
ბათუმის ერთ-ერთი კერძო სკოლიდან მოსწავლეებისა და პედაგოგების ევაკუაცია განხორციელდა - შენობაში სამართალდამცავები მუშაობენ

ბათუმის ერთ-ერთი კერძო სკოლიდან მოსწავლეებისა და პედაგოგების ევაკუაცია განხორციელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 1 საათის წინ, უცნობმა პირმა სკოლის ადმინისტრაციაში დარეკა და განაცხადა, რომ შენობა დანაღმულია.

"კურიერის" ინფორმაციით, შენობაში ამ წუთებში სამართალდამცავები მუშაობენ. სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. 300 მოსწავლის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. 

დღის ამბები