27 დეკემბერი 2024,   07:22
ვრცლად
"უბრალოდ მგონია, რომ შეცდომას უშვებენ და დავაშვებინოთ" - იაგო ხვიჩია "საარჩევნო კოდექსში" მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ დაგეგმილ ცვლილებაზე

საპარლამენტო კომიტეტები "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებაზე მსჯელობას იწყებენ. საუბარია საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-ანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებაზე.

"ქართული ოცნების" ინიციატივას დღეს იურიდიული კომიტეტის წევრები განიხილავენ. ამავე პროექტით, კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, პარტიას უფლება ექნება პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს.

პარტია "გირჩის" თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბედი პირველივე ტურში გადაწყდება, რაც, შეიძლება სულაც არ იყოს ხელსაყრელი "ქართული ოცნებისთვის".

"ეს იმას ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში, პირველ ტურში გადაწყდება მაჟორიტარული არჩევნების ბედიც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე. მეორე ტური ყოველთვის იყო ხელისუფლების უპირატესობა, ისინი ყოველთვის იგებდნენ და როცა ეს პირველ ტურში გადაწყდება, შესაძლოა გადაწყდეს პირველი ტურის შედეგების გათვალისწინებითაც. წინა არჩევნების მიხედვით, ეს შედეგები არ იქნებოდა "ქოცებისთვის" მომგებიანი, უბრალოდ მგონია, რომ შეცდომას უშვებენ და დავაშვებინოთ. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ცვლილება გვაქვს წარდგენილი ქალთა კვოტირების გაუქმებასთან დაკავშირებით და ვემზადებით იმ განხილვებისთვის", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები