01 მაისი 2024,   00:50
ვრცლად
ზუგდიდში დაყაჩაღების ფაქტი მკვლელობით დასრულდა - ცოლი მოკლულია, ქმარი დაჭრილი

ზუგდიდში ოჯახის დაყაჩაღების მცდელობა მკვლელობით და დაჭრით დასრულდა.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მოკლეს ცოლი, ქმარი კი დაჭრილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

მომხდართან დაკავშირებით ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჯერჯერობით მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

დღის ამბები