21 დეკემბერი 2024,   19:59
ვრცლად
კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირის გზაზე - ურსულა ფონ დერ ლაიენი

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის მიღებას, ევროკომისიის პრეზიდენტი ეხმაურება. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, კანონი გამჭვირვალობის შესახებ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებს. 

"ქართველ ხალხს უმრავლესობით სურს ევროკავშირში გაწევრიანება,
მაგრამ კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირის გზაზე.

ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას ხელახლა აღასრულოს ევროკავშირის მისწრაფებები", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე.

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური მისია საქართველოში. 

"გაერთიანებული სამეფო უაღრესად შეშფოთებულია გამჭირვალობისა და უცხოური გავლენის კანონპროექტზე ვეტოს დაძლევით"- ამის შესახებ ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს საელჩოს განცხადებაში.

"ჩვენ კვლავ მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი უკან გადაგმული ნაბიჯია და დააზარალებს საქართველოს ძალისხმევას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე", - წერს დიდი ბრიტანეთის დილომატიური მისია.

დღის ამბები