29 ივნისი 2024,   12:44
ვრცლად
კრისტის აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი გაიყიდება - ის მილიონ ფუნტ სტერლინგადაა შეფასებული

კრისტის აუქციონზე, თბილისის დროით 17:00 საათზე, იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი გაიყიდება. აუქციონზე რეგისტრაცია უკვე დასრულებულია.

წიგნის პალიმფსესტური ფურცლები ინახავს ტექსტებს ქრისტიანულ-პალესტინურ, არამეულ და ქართულ ენებზე. პირველადი ტექსტი მე-5-მე-7 საუკუნის ბოლოა, ხოლო იოანე-ზოსიმეს მიერ პირადად დაწერილი ზედა ტექსტი ზუსტად 979 წლით თარიღდება.

წარმოდგენილი წიგნი ქრისტიანული პალესტინის არამეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტია, რომელიც ოდესმე აუქციონზე გამოსულა. დასავლური არამეული დიალექტი, რომელსაც მელქის ქრისტიანული საზოგადოება იყენებდა პალესტინასა და ტრანსიორდანიაში მე-5 და მე-13 საუკუნეებში, შემონახულია მხოლოდ რამდენიმე წარწერაში, პალიმფსესტსა და ხელნაწერში.

ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტურ დამოწმებებს არამეულის უახლოეს დიალექტზე. ეს დიალექტი ყველაზე ახლოსაა იმ ენასთან, რომელზეც იესო ლაპარაკობდა და რომელიც შედგენილია წმინდა მიწაზე დაფუძნებული ცოცხალი ტრადიციის ფარგლებში.

ბერი იოანე ზოსიმე მეათე საუკუნეში სინას მთაზე ცნობილი კალიგრაფი, ავტორი, მთარგმნელი და წიგნის შემკვრელი იყო. მისი ხელით დაწერილი, ხელმოწერილი, დათარიღებული და აკინძული წიგნი მე-10 საუკუნის სინას წმინდა ეკატერინეს მონასტრიდან შემორჩენილი ამ სახის ყველაზე ადრეული ნიმუშია.

წლების განმავლობაში, წიგნი ცნობილი ფრანგი კოლექციონერისა და ბიბლიოფილის მარტინ შოიენის სახელგანთქმული კოლექციის ნაწილი იყო.

დღის ამბები