ანა წითლიძემ, ლევან ბეჟაშვილმა, ალექსეი გონჩარენკომ და მათმა მხარდამჭერმა რამდენიმე პოლიტიკოსმა მხარი დაუჭირეს შესწორებას, სადაც ეწერა: "ასამბლეა მიიჩნევს, რომ საქართველო სერიოზულ საფრთხეშია დაარღვიოს ევროპის საბჭოს სტატუტის მე-3 მუხლით ნაკისრი ვალდებულებები (Ets No. 1). ამიტომ, ასამბლეამ შეიძლება განიხილოს პროგრესის ანგარიში ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით მომდევნო, მეოთხე სესიაზე. თუკი არ იქნება საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებების შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესი, ეს შესაძლოა ითვალისწინებდეს მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეას შორის დამატებითი ერთობლივი პროცედურის დაწყებას".
"ნაციონალური მოძრაობის" და მათი მხარდამჭერი პოლიტიკოსების მიერ წარდგენილი შესწორება რეზოლუციის პროექტში ვერ მოხვდა.