23 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
აპირებს თუ არა ვილი სანიოლი ეროვნულ ნაკრებში დარჩენას - მწვრთნელმა ქვეყანა უკვე დატოვა

საქართველო ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, საქართველო გვიან ღამით დატოვა. სანიოლი საზეიმო ვახშმიდან პირდაპირ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მივიდა.

გამგზავრებამდე სანიოლმა ჟურნალისტების რამდენიმე შეკითხვას უპასუხა. მათ შორის იყო კითხვა - გააგრძელებს თუ არა ის საქართველოს ეროვნული ნაკრების წვრთნას.

ვილი სანიოლი: "რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ, რაღაც ფანტასტიკურს მივაღწიეთ! ვფიქრობ, რომ ყველა ფეხბურთელი, ფედერაცია, ხალხი ბედნიერი იყო! სწორედ ამიტომაც შეიქმნა ფეხბურთი - ხალხისთვის სიხარულის მისანიჭებლად".

კითხვა: აპირებთ ჩვენს გუნდთან ერთად საქართველოში დარჩენას?

"ახლა გვიანი ღამეა ამაზე პასუხის გასაცემად. ჩვენ ახლახან დავასრულეთ შეჯიბრი. უნდა დავთქვათ კარგი დრო, ფედერაციასთან სასაუბროდ. განვიხილოთ, ტურნირზე რა იყო კარგი და რა - ცუდი. ვნახოთ, რა სურს ყველას და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას," - განაცხადა ვილი სანიოლმა.

სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2021 წლის 15 თებერვალს დაამტკიცა.

დღის ამბები