თბილისში, საცხოვრებელი კორპუსიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა. ის ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილი ინდოეთის მოქალაქეა.
ადგილობრივების განცხადებით, ქალი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
სამართალდამცველებმა, მასთან ერთად მცხოვრები ორი პირი გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავის 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.