24 ნოემბერი 2024,   03:08
ვრცლად
დედამიწის ორბიტიდან 20 თანამგზავრი ჩამოვარდა და დაიწვა - მიზეზი რაკეტა Falcon 9-ის გაუმართაობა გახდა

კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილმა რაკეტა Falcon 9-მ დედამიწის ორბიტაზე Starlink-ის 20 ხელოვნური თანამგზავრი ნაადრევად განათავსა, რის გამოც ყველა მათგანი ჩამოვარდა და ატმოსფეროს ზედა ფენებში დაიწვა.

ამჟამად, ექსპერტები ხარვეზების გამომწვევი მიზეზების დადგენაზე მუშაობენ, მანამდე კი ამ ტიპის რაკეტების ფრენა შეჩერებულია.

რაკეტა Falcon 9 კოსმოსში 11 ივლისს, კალიფორნიაში მდებარე ვანდერბერგის კოსმოსური ძალების ბაზიდან, ადგილობრივი დროით 22:35 საათზე გაუშვეს, რაც დაგეგმილზე ერთი დღით ადრე იყო. თავდაპირველად, რაკეტის გაშვება გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა. აპარატს პირველი საფეხური წარმატებით გამოეყო და წყნარ ოკეანეში არსებულ სპეციალურ პლატფორმაზე უსაფრთხოდ დაეშვა.

მეორე საფეხურში, რომელშიც სატელიტები იყო მოთავსებული, თხევადმა ჟანგბადმა გაჟონა და მან ძრავები ვეღარ აამუშავა, რის გამოც აპარატი დედამიწის ატმოსფეროს ქვედა ფენაში ჩარჩა და თანამგზავრების გაშვებაც იქ მოუწია.

რაკეტას, თანამგზავრების გაშვების დროს, ხმელეთიდან 135 კილომეტრი აშორებდა, რაც დაახლოებით ნახევარჯერ ჩამოუვარდება იმ სიმაღლეს, რომელზეც Starlink-ი ჩვეულებრივ ფუნქციონირებს.

დღის ამბები