26 დეკემბერი 2024,   07:03
ვრცლად
გრიფით საიდუმლო საქმეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე კიდევ ერთი უკრაინაში მებრძოლი ქართველი დაიბარა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე გრიფით საიდუმლო საქმეზე უკრაინაში მებრძოლი პირი, ნადიმ ხმალაძე დაიბარა. ამის შესახებ ხმალაძემ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

გამოძიებას კითხვები სამ პირთან აქვს. ერთ-ერთი მათგანი, ლაშა ჭიღლაძე, უკვე წარსდგა მაგისტრი მოსამართლის წინაშე. ამავე საქმეზე, სუს-ში დაბარებულია ვაჟა ცეცაძეც.

სავარაუდოდ, ისიც შეთქმულების და ტერორიზმის საქმეზე გამოიკითხება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით არის აღძრული, თუმცა მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხული უკრაინაში მებრძოლი ქართველი და მისი ადვოკატი, ტერორიზმის მუხლს საერთოდ არ ახსენებდნენ და მხოლოდ 315-ე მუხლზე საუბრობენ, რომელიც შეთქმულებას ან ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხებას გულისხმობს.

"კურიერს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს, რომ საქმე ტერორიზმის მომზადების მუხლითაც არის აღძრული. იმის გამო, რომ საქმე გრიფით საიდუმლოა, უწყება სხვა დეტალებს ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს.

დღის ამბები